ოდესღაც ჩვენ ყველამ ვიცოდით, როგორ გვქონოდა ნდობა საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ ვცხოვრობდით ჰარმონიაში შინაგან გრძნობებთან, ვეყრდნობოდით ჩვენს ინტუიციას და გულის ხმას. მაგრამ ერთხელ, შიშით და კონტროლის სურვილით წარმართულებმა, დავხურეთ წვდომა ამ მნიშვნელოვან ძალასთან — ჩვენსავე თავთან.
მსოფლოს გონებით გასაგებად, ჩვენ უარვყავით ინტუიცია — ჩვენი მეექვსე ჩაკრა, მისი ნაზი, მაგრამ მკაფიო ხმა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას წარმართავს. ყოველ დღეს, როცა არ ვუსმენდით მას, ვკარგავდით კავშირს ჩვენს შინაგან სიბრძნესთან. დაგვავიწყდა, რომ ინტუიცია არა მხოლოდ გრძნობაა, არამედ კავშირი ჩვენს ნამდვილ “მე”-თან, სამყაროსთან და ღვთაებრივ ნაკადთან.
როცა ვწყვეტთ საკუთარი თავის ნდობას, ჩვენ ვბლოკავთ წვდომას ჩვენი ბუნების ღრმა გაგებასთან. გონება იწყებს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტის მართვას, გვერდზე სწევს რა გულს — სიყვარულის, თანაგრძნობისა და მიღების ცენტრს. გულთან კავშირი თითქოს ქრება, კარგავს ძალას, რომ იყოს ხიდი ჩვენს სულიერ სამყაროსა და ფიზიკურ ყოფას შორის.
ნელ-ნელა სიყვარულის ენერგია წყვეტს ქვედა ჩაკრების შევსებას, რომლებიც ჩვენს ფესვებზე, სტაბილურობასა და შემოქმედებით ძალაზე აგებს პასუხს. ამის ნაცვლად, მათ შიშით, მატერიალიზმითა და კონტროლის წყურვილით ვკვებავთ, რაც ბლოკირებას იწვევს და გვაცილებს სამყაროსა და ჩვენსავე თავს სრულად აღქმიდან.
მაგრამ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა — მკურნალობისა და აღდგენის გზა. ეს არის ჩვენი ჩაკრების გაღვიძების გზა, ქვედა ჩაკრებიდან დაწყებული, აღვიძებს ჩვენს ინტუიციას, ნდობასა და სიყვარულს. ჩვენ კვლავ შეგვიძლია გავხსნათ გული და ინტუიცია, აღვადგინოთ ეს ნაზი, მაგრამ ძლიერი ენერგიის ნაკადი, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს ნამდვილ ბუნებასთან.
დაიწყე მცირე ნაბიჯებით: ენდე საკუთარ თავს. მიეცი ინტუიციას შენი მეგზურობის უფლება. იგრძენი გულის ხმა, მისი უპირობო სიყვარული შენს მიმართ, გარშემომყოფი სამყაროს მიმართ. აღადგინე საკუთარ თავში ბალანსი, შენი ყოფიერების საფუძვლიდან — პირველი ჩაკრიდან დაწყებული. და დაე, კუნდალინის ენერგიამ აგიმაღლოს, ყოველი ჩაკრა განწმინდოს, და დაბრუნოს შენს ნამდვილ “მე”-სთან.
ჩვენ მხოლოდ სხეულები არ ვართ, გონებით განპირობებულები. ჩვენ სულიერი არსებები ვართ, რომლებსაც საოცარი უნარი აქვთ, იგრძნონ და შექმნან, იყვნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან. დაე, ეს ენერგია კვლავ თავისუფლად მიედინებოდეს შენში, გაკავშირებდეს შენს ნამდვილ ბუნებას.
შენ მარტო არ ხარ. შენ ყოველთვის იყავი და იქნები დაკავშირებული ცხოვრების დიდ ნაკადთან. ყველაფერი, რაც გჭირდება, ესაა საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა და ნდობის უფლების მიცემა.


დატოვეთ კომენტარი