შეგიძლია წარმოიდგინო, რომ შენი პრობლემები, შიშები და ტკივილები არაა მტრები, არამედ შენს გვერდით მყოფი პარტნიორები და მასწავლებლები არიან? როგორია, რომ ჩაეხუტო მათ, ისე, თითქოს ისინი შენი სულიერი განვითარების განუყოფელი ნაწილები არიან? ამის ნაცვლად, რომ დაელოდო მათი გაქრობას, დაიწყე მათთან ცეკვა. ნელა შეიგრძენი მათი რითმი, მოერგე, როგორც ცეკვაში პარტნიორს ერგები.
თავდაპირველად შენ ემორჩილები მათ რითმს. თითქოს შენც და ისინიც ერთი რითმით მოძრაობთ. მაგრამ დროის გასვლის შემდეგ, შენი შიდა ძალა და რწმენა მიგიყვანს იქამდე, რომ ბოლოს კარმა დაიწყებს შენს რითმზე ცეკვას. ეს არის უსასრულო ერთიანობის მომენტი, როცა აღარ არსებობს გაყოფა შენსა და იმ მტკივნეულ გამოცდილებებს შორის, რომლებიც შენი ნაწილია.
შეიგრძენი ეს ენერგიები, როგორც საპირისპირო სქესის ენერგია, მიეცი მათ ფორმა, და იფიქრე მათზე, როგორც სულიერი ცეკვის პარტნიორებზე. დაუსვი კითხვა: “რას მასწავლი?” და მოისმინე პასუხი შინაგანად, რადგან ყველა პასუხი შენს შიგნითა არის დამალული.
გაითვალისწინე, რომ ეს ყველაფერი, რასაც შენ გრძნობ და განიცდი, მხოლოდ შენი შინაგანი სამყაროს ნაწილია. შენ მას გარედან მხოლოდ იმიტომ ხედავ, რომ უკეთესად გაიგო და ისწავლო.
ახლა კი, ჩაეხუტე ამ ენერგიას და იგრძენი მისი ძალა. თავდაპირველად შეიძლება შიშმა შეგიპყროს, რადგან ეს ენერგია უცხოა, გაურკვეველი და უსიამოვნო. მაგრამ ნელ-ნელა გაიგებ, რომ ეს ენერგიაც შენია — მხოლოდ ჯერ შეუცნობელი და მიუღებელი.
ხშირად, როდესაც შიშებს და ტკივილებს გაურბიხარ, ეს იმავე მდგომარეობას გავს, თითქოს პარტნიორი გყავდეს და მისი გაცნობისა და შესწავლის ნაცვლად ახალ პარტნიორს ეძებდე. თითქოს ის არ არის საკმარისი ან არაა შენი შესაფერისი. მაგრამ სინამდვილეში, პრობლემა შეიძლება შენს საკუთარ დამოკიდებულებაში იყოს — სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ შიშებთან და ტკივილებთან ურთიერთობა ვისწავლოთ და მათი “ცეკვა” შევიგრძნოთ.
როგორც კი მათ მიიღებ და გაიაზრებ, ისინი აღარ იქნებიან მტრები, არამედ შენი განვითარების და ზრდის ნაწილი გახდებიან. შიში და ტკივილი არ გაქრება, მაგრამ მათთან ურთიერთობა შეიცვლება — ისინი შენს ცხოვრებისეულ ცეკვაში ერთიან ენერგიად გადაიქცევა, რომელიც ახალი სიბრძნის წყაროდ იქცევა.
შენი აზრით, რა არის ის, რასაც ეს გამოცდილებები გასწავლიან? იქნებ სწორედ ეს ცეკვაა გზა სულიერი ზრდისკენ?


დატოვეთ კომენტარი