როდესაც მედიტაციას ვიწყებ, ხშირად ვგრძნობ სიმშვიდეს და განმარტოებას. თუმცა, ამ პროცესში ხანდახან ისეთი შეგრძნებები და ფიქრები ამოდის, რომლებიც შეიძლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ მაწუხებდეს, მაგრამ მედიტაციის დროს თავს მახსენებს.
ერთ-ერთ მედიტაციის დროს შევნიშნე, თითქოს ჩემს შიგნით ვიღაც იჯდა და მკარნახობდა, რომ თავი ცუდად უნდა მეგრძნო. ის მახსენებდა რაღაცეებს, რაც ადრე მაფიქრებდა და მაწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიქრები თითქოს დავძლიე, მედიტაციაში ისინი კვლავ ამოიწია და ჩემს შიგნით ტკბილად „მოგზაურობდნენ“. თითქოს დავინახე, რომ ამ „შინაგან ხმას“ კიდევ სხვა პიროვნებები ჰყავს – სხვადასხვა ემოციური და გონებრივი შრეები, რომლებიც სხვადასხვა დროს მეხმიანებიან და ცდილობენ ჩემი მდგომარეობის ფორმირებას.
- რა გაცინებს
- რადროს ეგ არის
- რატომ არ ნერვიულობ
- რატომ არ გეშინია
ეს გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ შიგნით უამრავი ხმა ცხოვრობს, მაგრამ ეს ხმები მე არ ვარ. ეს ფიქრები, შეგრძნებები და ხმები მხოლოდ ჩემი შინაგანი მდგომარეობის ნაწილები არიან. მათი დაკვირვება და მიღება, იმის ნაცვლად რომ მათ ჩავეჭიდო ან ვებრძოლო, მაძლევს საშუალებას უფრო სიღრმისეული ჰარმონია ვიპოვო. რა მომენტშიც დავაფიქსირე ეს ხმა ის გაქრა …
ეს მედიტაციის პროცესში სწავლის შესაძლებლობაა — დავაკვირდე საკუთარ თავს და განვიცადო, თუ როგორ ვეკონტაქტები ჩემს შიდა მეს. უფრო მეტად ვგრძნობ თავისუფლებას, რადგან მივხვდი, რომ ამ ხმებს შეუძლიათ უბრალოდ „გამოიარონ“ ჩემში და დამტოვონ. რაც მეტად ვუშვებ მათ, მით მეტად ვგრძნობ სიმშვიდეს.


დატოვეთ კომენტარი