განვიზრახე გავხდე ქალი, ნამდვილი ქალი, აი ისეთი ყველა რომ ეტრფის და ყველა რომ ეძახის, შთამაგონებელი, მუზა… თუ როგორ ამის შესახებ უკვე ყველაფერი ვიცი, პატარა ჩამონათვალიც გავაკეთე და ახლა მხოლოდ დაწყება უნდა ჰო და მეც ვიწყებ…
დილის მაგიური რიტუალები🌄 ავდექი დილით 5 სთ-ზე, რათა მეგრძნო ეს მაგია და იქვე გადავწყვიტე მეორედ აღარ გამეღვიძებინა ასე ადრე. დილით სირბილი, მეორე წრეზე ამეხილა თვალები და მგონი მესამე თვალიც. მოვედი სახლში გავაკეთე მედიტაცია, მოვწყდი აქაურობას და გავფრინდი.
მივესალმე სამყაროს, გავაღე დარაბები და იმხელაზე დავიყვირე სამყარო აქ ვარ და გესალმები-თქო მეეზოვეს ცოცხი გაუვარდა ხელიდან, 😑 მაწვნის გამყიდველმა კი ისეთი თვალებით ამომხედა ვფიქრობ სამყარომ გაიგონა ჩემი ხმა. დილის სახის ფიტნესი- დავამასაჟე წარბებს შორის ადგილი, დავბერე ლოყები, გადავუარე მოკლედ სიბერეს. დილის იოგის რა ვთქვა … 🧘♀️ძაღლის პოზა არ ჰგავს ძაღლის პოზას და დელფინი კიდევ დელფინს. მკვდრის პოზა კი გავს მკვდრის პოზას და მომეწონა კიდეც.😁
ვაგრძელებ დილის რიტუალებს… გავაკეთე თვალების, ყელის, ტერფების სავარჯიშო, დავაჭირე და დავამუშავე ენერგეტიკულ წერტილები. წავედი აბაზანაში შხაპისათვს, მივიღე რა თქმა უნდა კონტრასტული. წავისვი ლოსიონი ტანზე, მერე დიდიხანი ვიკეთებდი სკრაბს, წავისვი არგანის ზეთი, გავიკეთე ცელულიტის მასაჟი პრობლემურ ზონებზე, ანუ ყველგან. )))) სახეზე დავიდე გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი, დავიბანე თავი შამპუნით სულფატის და კარაბინების გარეშე, გადავიბანე დავიდე პროტეინის ნიღაბი. გადავიბანე დავიდე თერმო დაცვა. დავიბანე, გავიშრე, დავივარცხნე, წავისვი თმის ბოლოებზე ზეთი და დავეგდე ძალა გამოცლილი🤒.
დავწექი ცოტა ხანს დავისვენე, წავედი სასაუზმოდ. საუზმეზე მოვამზადე ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, სმუზი და ჩია. ლამაზად მოვრთე, დავდე ვაზა ყვავილით, ჩავიცვი კაბა, 🎈 ისე აბა საჭმელი რას შემერგებოდა. გავაკეთე მედიტაცია კალბასზე, ჩავისუნთქე ღმად ამოვისუნთქე და დავლიე ნიახურის სმუზი მოცარტის თანხლებით, ჩხირით 15 წთ ვიწმენდდი კბილებს, ჩიას თესლი იყო ჩამჯდარი. დავლიე ყავა რძით, უფრო სწორედ რაღაც მაგდაგვარი, ვეგანური, ისეთი ცხიმიანი იყო კაბაზე ლაქა დავიმჩნიე🙃რა მოაშორებს გამიელვა აზრმა.
აფირმაციების გამეორებისას დიდიხანი ვუმტკიცებდი ჩემს თავ სარკეში რომ მე ვარ წარმატებული, ძლიერი, ლამაზი. კინაღამ წავეჩხუბე იმ დებილს სარკიდან რომ მიყურებდა.
ქმრის მოტივაციაც არ დამავიწყდა, სამჯერაც დავამოტივირე, ვერ გაუძლო და დაიმალა აბაზანაში, არ ვიცი როდის გამოვა და რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფრმა. 😁
მადლიერების დღიურის შევსებისას გადავფურცლე, დავიწერე 5 იანი და მოვაწერე ხელი. ზრუნვა სამყაროზე რა თქმა უნდა არ დამავიწყდა და გადავახარისხე ნაგავი, ამოვიღე რაც მჭირდებოდა უკან, გავიფქრე რამ გადამაგდებინა. კულტურული განვითარების დროც დადგა შუადღისას ვესტუმრე გამოფენას 🖼 მერე შევედი კაფეში წამოვიღე კარამელიზებული კვახი, რუკოლას სმუზი და კუჭის ტკივილი მიუჩვეველი საკვებისაგან. ჰობის შესრულებისას ისე დავზარალდი ცოტა ხანს დავანებებ თავს და რამე სარელქასაციოს გავაკეთებ. საღამოს რიტუალების ჯერიც დადგა. მივიღე აბაზანა ზღვის მარილით და ლავანდის ზეთით. ავანთე სანთელი ფაჩულის არომატით, ოფლში ვცურავდი და ვუშვებდი კოსმოსში პოზიტივს. აშკარად სადღაც გადავამეტე კინაღამ დამახრჩო ისეთი მყრალი სუნი დატრიალდა. ვაგრძლებ საღამოს რიტუალებს, ვიგრძენი ცვლილება, გავხდი შთამაგონებელი ქალი, ყველა რომ ეძახის და ყველას რომ სჭირდება.
სად ხარ? სად ხაარ? სააად ხარ ქალო? ყველაზე ხმამაღლა ტელეფონში ჩემი უფროსი ყვიროდა.
-სად ჯანდაბაში ხარ ქალო, რატომ არ მოხვედი სამსახურში დღეს?
-არ შემიძლია ბატონო ;
-რატომ ?
-ვიბადები ;
-რააა? მშობიარობ? ფეხმძიმედ იყავი?
-არა კი არ ვმშობიარობ ვიბადები ახალ ქალად, რომ ვიყო მუზა და შთამბეჭდავი
-ქალო შენ ხომ არ გააფრინე? ტვინს ნუ მირევ, ახლა ფაილებს გამოგიგზავნი და შეავსე
– არ შემიძლია ბატონო მე სურვილების კარტა მაქვს შესავსები და გუაშას მასაჟი გასაკეთბელი;
-არ მომიყვანო მანდ თუ არა მე გაგიკეთებ გუაშას;
-თქვენ ბატონო დაბალ ენერგიებში ხართ და ენერგეტიკა გაქვთ გასაწმენდი.
-შენ ეს ფაილები შეავსე და ხვალ სამუშაოზე მოდი დააგდო ყურმილი. ..და ფაილები გამომიგზავნა. შუაღამემდე ვავსებდი მერე მიცვალებულის პოზაში გავითიშე. მედიტაციის და მადლიერების გარეშე. პ.ს. ხვალ სამუშაოზე მივდივარ თუ არა გამომაგდებენ. რუკოლაზე ასე დიდხანს ვერ გავჩერდები. ახალი ქალის დაბადება უნდა გადავდო ვიქნები ცოტა ხანს ისევ ძველი
დარია ისაჩენკო. არ შემეძლო არ მომემზადებინა თქვენთვის 😊


დატოვეთ კომენტარი