წყენა, ნეგატივი და აგრესია – ეს არის მძიმე ჯაჭვი, რომელიც ჩვენს შინაგან თავისუფლებას ბლოკავს. ყოველი წყენა და ნეგატიური ემოცია მძლავრ მაგნიტურ ველში გვამყოფებს, რომელიც ქვემოთ გვქაჩავს და წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. ისინი ტვირთივით გვაწვება, სიხარულსა და განვითარებას გვართმევს.
მაგრამ როგორც კი ვიწყებთ ამ ემოციებისგან გათავისუფლებას, ჩვენი გული იხსნება სიხარულისა და სინათლისთვის. თავისუფლება იწყება მაშინ, როცა წყენას ვუშვებთ და ნეგატივს სიყვარულითა და გაგებით ვუპასუხებთ – ეს არის ახალი გზის დასაწყისი.
ჩვენი ცხოვრება ხშირად სავსეა ნეგატიური სიტუაციებით, რომელთაც ავტომატურად ვპასუხობთ გაღიზიანებით, ზიზღით და აგრესიით. ეს რეაქციები ჩვენთვის ბუნებრივად მიგვაჩნია, რადგან ასე ვართ მიჩვეულები უპასუხოთ უსიამოვნებებს. თუმცა, როცა იწყება განკურნების პროცესი — იოგის, მედიტაციის და საკუთარ თავზე გააზრებული მუშაობის მეშვეობით — ხვდები, რომ წყენა და ტკივილი რაღაცნაირი „კავებია“, რომლებიც გვაკავებენ მატერიალურ სამყაროში. ისინი ცდილობენ, დაგვტოვონ ნეგატივში, რადგან შენი ნეგატიური ენერგია ვირაცას სჭირდება, ვიღაც მისით იკვებება.
მაგრამ როცა ამ პროცესს გარედან უყურებ, საინტერესო რამეს ამჩნევ: მიუხედავად იმისა, რომ გონება კვლავ ცდილობს იმოქმედოს ძველი ჩვევებით, შენს გულში უკვე მიმდინარეობს განკურნების პროცესი. უფრო და უფრო აცნობიერებ, რომ აგრესია და ზიზღი შენში აღარ არის. ყოველ ჯერზე, როცა ამას ხვდები, შენი გული უფრო და უფრო ივსება სინათლითა და პოზიტიური ენერგიებით, ხოლო შენ ტავისუფლებას გრძნობ გულსა და სულში.
დროთა განმავლობაში შენ ამჩნევ, რომ აგრესიაზე უკვე აღარ პასუხობ აგრესიით, რადგან ის შენში აღარ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროს „ვარდისფერი სათვალით“ უყურებ. ეს ნიშნავს, რომ შენი შინაგანი სამყაროს პროექცია შეიცვალა. შენ თავად ქმნი საკუთარ სამყაროს, და როდესაც შენში აგრესია აღარ არის, მას გარეთაც აღარ შეხვდები. თუ მაინც შეგხვდა აგრესია, შენში უკვე იმდენი სინათლეა, რომ მას უბრალოდ შთანთქავ, არ მისცემ მას უფლებას, დაარღვიოს შენი შინაგანი ჰარმონია.
და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის აზრი, რაც ცოტა ხნის წინ დავწერე დღისა და ღამის შესახებ: შენ უკვე აღარ გეშინია ამ სიბნელისა, აღარ გეშინია აგრესიის. შენ მას საშუალებას აძლევ, იყოს რაღაც უფრო დიდის ნაწილი, ბუნებრივი ციკლის ნაწილი. სიბნელე და აგრესია არსებობს, მაგრამ შენი რეაქცია მათზე ახლა სავსეა გაგებით, რომ ეს მხოლოდ ამ ციკლის ერთ-ერთი ფაზაა და ის არ არღვევს შენს შინაგან თავისუფლებასა და ნათელს.


დატოვეთ კომენტარი