ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვისწრაფვით სიმდიდრისა და კომფორტისაკენ. ჩვენ ვაშენებთ კარიერებს, ვქმნით ოჯახებს, ვაღწევთ მატერიალურ წარმატებებს. და ერთ მომენტში, როცა ყველაფერს ვუყურებთ, ვაცნობიერებთ, რომ ყველაფერი გვაქვს — ოჯახი, სამსახური, სტაბილურობა. თუმცა, რატომღაც შეგვრჩენია უცნაური სიცარიელის გრძნობა. ეს სიცარიელე არის როგორც სიბნელე, რომელიც ჭამს სიხარულს, მიუხედავად ყველა გარეგანი მიღწევისა.
მე ეს გამოვიარე. 33 წლის ასაკში, როცა ყველაფერი მქონდა, რაზეც უმეტესობა ადამიანი ოცნებობს, უცებ მივხვდი, რომ ჩემს შიგნით იზრდება უკმაყოფილება და სიცარიელე, რომელიც ვერ შევავსე გარე წარმატებებით. მე არ მივყვებოდი ჩემს სულის გზას, არ ვუსმენდი ჩემს შინაგან ხმას.
იმ მომენტში მივმართე იოგასა და მედიტაციის პრაქტიკას. დავიწყე მარტივი ნაბიჯებით და, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. გარეგნულად ყველაფერი თითქოს იგივე დარჩა — ოჯახი, სამსახური, მეგობრები. მაგრამ შიგნით მოხდა რაღაც უფრო დიდი. მე დავიწყე სიხარულისა და მადლიერების განცდა, ჩემი სამყაროს აღქმა შეიცვალა. დავინახე, რომ ყოველი დღე არის საჩუქარი, რომ ყოველ მოვლენას აქვს ღრმა აზრი. ენერგია, რომელსაც იოგის პრაქტიკით ვიღებდი, მაძლევდა ძალას შემოქმედებისთვის, გააზრებული ცხოვრებისთვის. და ეს ენერგია გადავიდა გარშემო მყოფებზე — ჩემს მეგობრებზე, ახლობლებზე, ისეთ ადამიანებზეც კი, რომლებსაც შემთხვევით ვხვდებოდი. თითოეული მათგანი იწყებდა საკუთარ გარდაქმნის გზას.
დღეს მე ვარ კუნდალინი იოგის მასწავლებელი. ჩემი მოსწავლეები არიან ადამიანები სხვადასხვა ისტორიებითა და ბედით, მაგრამ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ: შინაგანი ჰარმონიის ძიება. იოგა არ არის მატერიალური სამყაროსგან გაქცევა, არც სიცოცხლის სიამოვნებების უარყოფა. პირიქით, იოგა გვეხმარება დავინახოთ ცხოვრების სილამაზე, უფრო ღრმად შევიგრძნოთ იგი და ვიყოთ მადლიერნი ყოველი მომენტისათვის. ჩემი მოსწავლეების უმეტესობამ, შიდა ბალანსის მოპოვების შემდეგ, შეძლო თავისი ცხოვრება მატერიალურ ასპექტშიც გაეუმჯობესებინა, რადგან იოგა გვასწავლის არა მხოლოდ შიდა ჰარმონიის პოვნას, არამედ გონივრულად გამოიყენოთ ის, რაც გვაქვს.
დღესაც კი, როდესაც ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ — ოჯახი, წარმატება, ფული — ვხედავ, რომ მათგან ბევრს აკლია შინაგანი სიმშვიდე. ისინი, ისევე როგორც მე ერთ დროს, გრძნობენ იმ სიცარიელეს, რომელიც სიხარულს იპარავს. და ყოველთვის ვფიქრობ: „მოვიდა დრო კუნდალინი იოგის დაწყების.“ რადგან სწორედ ის ეხმარება ადამიანს თავის არსთან დაკავშირებაში, ჰარმონიისა და სავსეობის მოპოვებაში, რომელიც ასე ხშირად აკლია თანამედროვე სამყაროს.
მატერიალური სიმდიდრე, წარმატება, საკმარისი უზრუნველყოფა — ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ შეცვლის იმ შინაგან სიხარულს, რომელიც გააზრებული ცხოვრებით მოდის. იოგა გვაძლევს მადლიერების, სიყვარულის, მიღების ძალას და საშუალებას დატკბეთ სამყაროს ყოველ გამოხატულებით. ამ გრძნობების გარეშე ფული და წარმატებები ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელსაც ბევრი თავის სულში გრძნობს.
თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ცვლილებებს საჭიროებს, რომ თქვენს შიგნით იზრდება კითხვა “ შემდეგ რა იქნება?“, სცადეთ დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა. აღმოაჩინეთ იოგა — ჰარმონიის, სიხარულისა და გააზრებულობის გზა. ეს გახდება ის გზა, რომელიც მიგიყვანთ ჭეშმარიტ ბედნიერებამდე.


Need to get in touch with Betmaster? Contactobetmaster seems like the place to go. Hope their support is quick! Find what you need at: contactobetmaster
Matejlcasino… I’ve heard of it, haven’t tried it myself yet. I believe it’s worth a look. Let’s all give it a try, shall we? – matejlcasino.
Alright gamers, check out milwingameapk.com! Looks like it’s about getting an APK for a milwingame. If that’s your thing, download milwingameapk there.