🧘♀️….როდესაც იოგას ვარჯიშს ვამთავრებ და ხალიჩას ვახვევ ასე მგონია ამ დროს ყველაზე მოტივირებული, ენერგიული და თვითკმარი ვარ მსოფლიოში. ყველა უჯრედით მიყვარს სამყარო და ბედნიერი ვარ რომ ვარსებობ .
სხვადასხვა ეტაპზე იოგას ყოველთვის განსხვავებული როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში.იყო დრო როდესაც მჭირდებოდა ფიზიკური ჯანმრთელობა და დეპრესიასთან გამკლავება და იოგის საშუალებით მე ეს შევძელი. შემდეგ იყო თვითრწმენის და თვითშეფასების დეფიციტი და აქაც იოგა დავიხმარე, ამას მოყვა ემოციების ბალანსის აუცილებლობა და ისევ იოგა, ახლა ჩემს ცხოვრებაში ისევ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ისევ მორიგი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, კიდევ ერთი ან თუნდაც ორი ნაბიჯი მინდა გადავდგა წინ და ზუსტად ვიცი რომ იოგა და მოტივირებილი გარემოცვა მჭირდება.🙏
მე მარინას რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა და ვიცი რომ ეს პროექტი იმაზე მეტს მომცემს ვიდრე მოლოდინი მაქვს. ამისთვის მადლიერება და სიყვარული ჩემგან შენ მარინა .❤
მანანა სულაკაძე
