🧘‍♀️….როდესაც იოგას ვარჯიშს ვამთავრებ და ხალიჩას ვახვევ ასე მგონია ამ დროს ყველაზე მოტივირებული, ენერგიული და თვითკმარი ვარ მსოფლიოში. ყველა უჯრედით მიყვარს სამყარო და ბედნიერი ვარ რომ ვარსებობ .

სხვადასხვა ეტაპზე იოგას ყოველთვის განსხვავებული როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში.იყო დრო როდესაც მჭირდებოდა ფიზიკური ჯანმრთელობა და დეპრესიასთან გამკლავება და იოგის საშუალებით მე ეს შევძელი. შემდეგ იყო თვითრწმენის და თვითშეფასების დეფიციტი და აქაც იოგა დავიხმარე, ამას მოყვა ემოციების ბალანსის აუცილებლობა და ისევ იოგა, ახლა ჩემს ცხოვრებაში ისევ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ისევ მორიგი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, კიდევ ერთი ან თუნდაც ორი ნაბიჯი მინდა გადავდგა წინ და ზუსტად ვიცი რომ იოგა და მოტივირებილი გარემოცვა მჭირდება.🙏
მე მარინას რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა და ვიცი რომ ეს პროექტი იმაზე მეტს მომცემს ვიდრე მოლოდინი მაქვს. ამისთვის მადლიერება და სიყვარული ჩემგან შენ მარინა .

მანანა სულაკაძე

მანანა სულაკაძე

დილამშვიდობისა მარინა.მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ამბავს. პირველი და მეორე ჩაკრაზე მუშაობა შედარებით უფრო მძემე იყო ვუდრე მესამეზე. დღეს მეორე დღეა მესამე ჩაკრაზე ვმუშაობ და ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ გაბრწყინებული. ვგრძნობ სამივე ჩაკრას ფერებით.გუშინ ისეთი შეგრძნებები მქონდა სული ასხივებდა შიგნიდან.ყველა უჯრედი ბედნიერებას და სიყვარულს გრძნობდა. მადლობა თქვენ და სამყაროს ამ შეგრძნებების თვის.

ნათი ლეკიშვილი

❤❤❤სიამოვნებით შემიძლია ვისაუბრო ამ პროექტის შესახებ მითუმეტეს თუ ვინმესთვის სტიმული იქნება ჩემი შთაბეჭდილება. სხვადასხვა მიზეზის გამო, ვიყავი აფორიაქებული, თითქოს მაინც ვახერხებდი არსებულ პრობლემებთან გამკლავებას მაგრამ, იგივე შფოთვები, უსაფუძვლო შიშები არ მშორდებოდა. რა მივიღე ამ პროქტისგან? ყველაზე მთავარი ჩემთვის, ვიპოვე საკუთარ თავში სიმშვიდე, მთავარი პრობლემა რაც იყო და რისგანაც მომდინარეობს შემდეგ სხვა დანარჩენი, ვისწავლე როგორ გავუმკლავდე სტრესულ სიტუაციას, ავირიდო ცუდი ენერგია, ძალიან მეხხმარება მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები.პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შფოთვის ,პანიკის გარეშე მშვიდად ვეძებ გამოსავალს. ჩემთვის მსგავსი პროექტი პირველი იყო და მოლოდინი ნამდვილად გამიმართალა.ეს არ არის მარტო პროექტის მიმდინარეობა,გაქვთ პროექტის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოუსმენენ შენს ნებისმიერ პრობლემას , მიიღებთ ნაყოფიერ რჩევებს. სითბოს და სიყვარულს სრულიად უცხო ადამიანებისგან და ეს დამიჯერეთ ნამდვილად დიდი ნაპერწკალია თქვენს გულებში. ყველა ამ პროექტში მონაწილეს წარმატებეს ვუსურვებ??

ნატა ჯაოშვილი

პროექტში ჩართვა განაპირობა ჩემმა სტრესულმა მდგომარეობამ მეგობრების რჩევით
1.პროექტის დაწყებისას ვიყავი ძალიან დაძაბული მხრების და კისრის არეში .
2. პროექტის დაწყებიდან ერთი კვირაში უკვე მომეხსნა მხრებისა და კისრის დაძაბულობა.
3.ორ კვირაში სრულად განვთავისუფლდი ყველა სტრესისგან და დაძაბულოისგან,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არც მომხდარა არაფერი რის გამოც ასე ცუდად ვიყავი.
4 ამ პროექტის გავლას ვურჩევ ყველას ასაკისა და სქესის მიუხედავად, არ არის აუცილებელი ვიყოთ სტრესულ მდგომარეობაში იოგა და მედიტაცია გვაძლევს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ❤
კი შეგიძლიათ დადოთ
მადლობა თქვენ ❤

ნათია ლონდარიძე

პროექტამდე არ ვიყავი თავდაჯერებული, ვიყავი ძალიან კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებით ჩემი ვიზუალი არ მომწონდა.ვაკრიტიკებდი წონას,ფორმებს სიმაღეს და ა.შ.
პროეტის მსვლელობის დროს შინაგანად საოცრად დავმშვიდდი , მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ და ჩემდა გასავირად მომეწონა კიდეც? მომემატა მადლიერების გრძნობა , ეხლა როცა ჩემი რომელიმე მეგობარი გამოხატავს მისი თავის მიმართ კრიტიკას დიდი პროტესტის გრძნობა მაქვს,რადგან საკუთარი თავის სიყვარული უმნიშვნელვანესია.
ჩემ შემთხვევაში მოვიდა უამრავი გაცნობიერება,ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ ,ვარ მეტად მხიარული , გარშემო მიმდინარე მივლენებიდან ვისწავლე დადებითი მხარის შემჩნევა, რადგან ყველა მოვლენას ორი მხარე აქვს დადებითი და უარყოფითი, ფოკუსირება უნდა შევძლოთ გავაკეთოთ დადებით მხარეზე?
პროგრამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს უკლებლივ ყველა ქალბატონმა აუცილებლად?ვისაც საკუთარი თავი არ მიაჩნია ერთადეთ საყრდენად , საკუთარი თავის სიყვარულით იწყება ჯადოსნური სიახლეები ჩვენ ცხოვრებაში. თუ გსურს ვიყოთ ბედნიერები ,წარმატებულები ,სასურველები ,საზიგადიებისთვის მისაღები პიროვნება ამისთვის საჭიროა პირველ რიგში მვიღოთ და შევიყვაროთ ჩვენი თავი ,რადგან რასაც ვფიქრბთ საკუთარ თავზე ჩვენ იმას ვასხივეთ და ხედავს სხვა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ მარინას,რომელმაც ჩემ ცხბრებაში შემოიტანა სიხარული?წარმატებეს ვუსურვებ ყველა მონაწილეს, თქვენ დატკბებით საოცარი შედეგებით და დაინახავთ როგორ იცლებით თქვენ და თქვენეთან ერთად გარემო რომელშიც ხართ?

ანნა ბარდაველიძე

გავიარე 40 დღიანი ონლაინ იოგა-გადატვირთვა. ამ 40 დღის განმავლობაში მარინას დახმარებით ძალიან ბევრი და საინტერესო რამ აღმოვაჩინე ჩემს თავში. მივაღწიე ჩემს მთავარ მიზანს, რისთვისაც ჩავერთე პროექტში. დავამუშავე ჩაკრები, თავს ვგრძნობდი მსუბუქად და თავისუფლად. მადლობა მარინა შენ ამ პროექტის შექმნისა და ჩვენს ჯგუფთან ასეთი თავდაუზოგავი და დაუზარელი მუშაობისთვის <3  მადლიერი ვარ ^_^ სატ ნამ <3

ნანა ცხვიტავა

ქალბატონ მარინას პროექტმა უამრავი სიახლე შესძინა ჩემს ცხოვრებას. პირველ რიგში ვისწავლე თავის დაფასება,რომ მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. უფრო მობილიზებული და დაკვირვებული გავხდი საკუთარი თავის მიმართ. უკვე მჯერა რომ ჩემი ჯანმრთელობა ჩემს ხელშია. პროექტის საშუალებით გამიქრა ხერხემლის ტკივილი. მომიწესრიგდა კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა. გამიქრა თავის უაზრო ტკივილები. გულის ტკივილები მქონდა რაც გაქრა. გამიუმჯობესდა სისხლის მიმოქცევა. მუდმივად მაწუხებდა სიმძიმე ფეხებში, რაც ძლიერ ტკივილს იწვევდა . ახლა მსუბუქად ვარ ძალიან. უფრო ელასტიური, უფრო ძლიერი გავხდი ფიზიკურად. გამომიფხიზლდა გონება რაც ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში სწორად დაგეგმვასა და შესრულებაში უდიდეს როლს ასრულებს. სულიერად გავხდი უფრო მშვიდი,ჰარმონიული საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. მე უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი პროექტის ქალბატონო მარინა .

მეგი კეკენაძე

ყოველთვის მინდოდა იოგის სწავლა, თუმცა მოუცლელობის თუ სიზარმაცის გამო ვერ ვახერხებდი. ამიტომ პროექტი ,,21 დღიანი იოგა ჩელენჯი” ჩემი აღმოჩენა იყო?
ვარჯიში სასურველ დროს და ადგილას, პოზიტიურ, ყურადღებიან ინსტრუქტოს მარისთან ერთად დიდი ბედნიერება აღმოჩნდა♥️
იოგის პირველივე ვარჯიშიდან ამიმაღლდა განწყობა და ენერგია. 21 დღის ვარჯიშმა სრულიად შეცვალა ჩემი სხეული. მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე, მომიწესრიგდა ძილი,მომეხსნა ტკივილი ხერხემალში, გავიძლიერე ენერგეტიკა, ავიმაღლე თვითშეფასება და გუნება განწყობა?
იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. მინდა ვურჩიო ყველას ამ კომფორტული პროექტის შესახებ, მინდა ყველამ გაიგოს იოგის ძალა, რადგან იოგა მეტია ვიდრე ვარჯიში?‍♀️

თამუნა ჯაჯანიძე

პროექტის დაწყებამდე ვიყავი რაღაც უენერგიოდ და უიმედოდ, დაკარგული მქონდა ხალისის და სიხარულის შეგრძნებები. უკვე პროექტის მსვლელობის დროს შემართებას და განწყობაც ისეთი მქონდა რომ მე ამ ყველაფერით ვირებდი მნიშვნელოვან ენერგიას და ბედნიერების შეგრძნებებს. უკეთესი მომავლის რწმენა მოდიოდა დღითიდღე. დასრულებისას მქონდა 100% რწმენა, რომ მე ყველა ჩემს მიზანს მივაღწევდი, და იმ ნაბიჯებს მივყვებოდი რომელიც პროექტის განმავლობაში გავნსაზღვრე. შევინარჩუნე სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება და მაქვს ენერგია ვიარო წინ. ამ პროექტის გავლას ვურჩევდი ყველას ვისთვისაც კარგი მინდა.

ნათია ანაკიძე

პროექტამდე ვიყავი დეპრესიული,დანევროზებული. პროექტის გავლის დროს ვიგრძენი თუ როგორ მიუმჯობესდებოდა მდგომარეობა დღითი დღე. ვიგრძენი ენერგია.თითქოს სასწაული მოახდინა უფალმა. გავხდი მეტად გაწონასწორებული და მშვიდი.უარყოფით ინფორმაციას ვიღებ უფრო მშვიდად და ადეკვატურად. მინდა ვურჩიო ეს პროექტი  ჩემს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს, რომ განიცადონ ის რაც მე აქამდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა❤❤❤. იოგამ მართლაც მოახდინა სასწაული.

ქეთი მეტრეველი