პროექტში ჩართვა წელისა და ხერხემლის ტკივილებმა გადამაწყვეტინა, მდგომარეობამ როდესაც ჯდომა არაკომფორტულია და ადგომა ტკივილთან არის დაკავშირებული. პროექტის განმავლობაში პირველი რაც ვიგრძენი იყო ერთგვარი ,,გახსნა” თითქოს ჩემს ძვლებს უფრო მოქნილად შეეძლოთ მოძრაობა. ასევე ვისწავლე მუცლით სუნთქვა, რომელსაც ყოველთვის ვახსენებ თავს, როგორცკი რაიმე სტრესულ სიტუაციაში აღმოვჩნდები და ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მე დროს ვუთმობდი საკუთარ თავს. ვცდილობდი მომესმინა ჩემი სხეულისთვის და აღმომეჩინა ის ენერგია, რომელიც ჩემში ყოველთვის იყო, თუმცა მიძინებული.
მნიშვნელოვანი რაც მივიღე ამ პროექტიდან იყო ჩემი მდგომარეობა, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე, თავდაჯერება და მოქნილობა. მდგომარეობა, როდესაც გრძნობ სიმსუბუქეს, მიუხედავად გარშემო არსებული სიტუაიებისა. ეს პროექტი არის მათთვის, ვისაც სურს იყოს ჰარმონიაში საკუთარ სხეულთან, ენერგიებთან და ზოგადად სამყაროსთან. თუმცა ეს პროექტი მხოლოდ ნაწილია იმ მდგომარეობისა, რომელში ყოფნაც შეიძლება იოგასთან თანაზიარება.







