

სიამოვნებით შემიძლია ვისაუბრო ამ პროექტის შესახებ მითუმეტეს თუ ვინმესთვის სტიმული იქნება ჩემი შთაბეჭდილება. სხვადასხვა მიზეზის გამო, ვიყავი აფორიაქებული, თითქოს მაინც ვახერხებდი არსებულ პრობლემებთან გამკლავებას მაგრამ, იგივე შფოთვები, უსაფუძვლო შიშები არ მშორდებოდა. რა მივიღე ამ პროქტისგან? ყველაზე მთავარი ჩემთვის, ვიპოვე საკუთარ თავში სიმშვიდე, მთავარი პრობლემა რაც იყო და რისგანაც მომდინარეობს შემდეგ სხვა დანარჩენი, ვისწავლე როგორ გავუმკლავდე სტრესულ სიტუაციას, ავირიდო ცუდი ენერგია, ძალიან მეხხმარება მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები.პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შფოთვის ,პანიკის გარეშე მშვიდად ვეძებ გამოსავალს. ჩემთვის მსგავსი პროექტი პირველი იყო და მოლოდინი ნამდვილად გამიმართალა.ეს არ არის მარტო პროექტის მიმდინარეობა,გაქვთ პროექტის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოუსმენენ შენს ნებისმიერ პრობლემას , მიიღებთ ნაყოფიერ რჩევებს. სითბოს და სიყვარულს სრულიად უცხო ადამიანებისგან და ეს დამიჯერეთ ნამდვილად დიდი ნაპერწკალია თქვენს გულებში. ყველა ამ პროექტში მონაწილეს წარმატებეს ვუსურვებ

